ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ონლაინ სემინარი „ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში ჩატარდა ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ირინე ვარშალომიძისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ნინო ძნელაძის ონლაინ სემინარი, თემაზე: ,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“. მომხსენებლებმა წარადგინეს ორენოვანი კატალოგი, რომელიც მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.

ნაშრომის პირველ თავში გამოკვლეულია სამონეტო მიმოქცევა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (აჭარა) ძვ. წ. V საუკუნიდან 1921 წლის ჩათვლით. მეორე თავში  შეტანილია ძვ.წ. V - ახ.წ. V  საუკუნეების მონეტები, მესამეში - VI-XV  საუკუნეებისა  და მეოთხე თავში კი  XVI - XX საუკუნეებში მოჭრილი საფასეები. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა