ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო ეთნოარქეოლოგიური საზაფხულო სკოლა

სურათი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში, მიმდინარეობს საერთაშორისო ეთნოარქეოლოგიური საზაფხულო სკოლის სამუშაო პროცესი. პროექტის მონაწილეები ჩართულნი არიან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ, საველე საქმიანობაში.

 თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უძღვებიან როგორც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ისე, ოსტრავას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. პარალელურად, ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს საველე არქეოლოგიური სამუშაოები. ამ დროისათვის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მარან-საწნახელი, საწნახელი და სამი ქვევრი.

პროექტის მხარდამჭერია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

საზაფხულო სკოლა  ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა