22 ნოემბერი 2023 წელი

თურქეთის რესპუბლიკის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ და კაბინეტს ინსტიტუტის უახლესი გამოცემები უსახსოვრა. ვიზიტის ფარგლებში სამომავლო სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის თაობაზე შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან და ფაკულტეტის დეკანთან. უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამას, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, 2023 წლის 24 თებერვალს, FEDEK-ის ხუთწლიანი აკრედიტაცია მიენიჭა.