ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

წიგნი „აჭარის“ წარდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნი აჭარის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წიგნ „აჭარაში“ წარმოდგენილია აჭარის ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე. იგი რამდენიმე თავისგან შედგება და ეფუძნება ზეპირსიტყვიერ, არქეოლოგიურ, ისტორიულ წყაროებსა და მეცნიერთა არაერთი თაობის კვლევებს. აჭარის სრული პორტრეტის შესაქმნელად სახელმძღვანელოში ისტორიულ ნაწილთან ერთად, ასევე, წარმოდგენილია ინფორმაცია მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური და სხვა სახის შესახებ.

მონოგრაფიაზე ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბსუ-ს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და გეოგრაფიის დეპარტამენტების პროფესორთა და მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა, ინსტიტუტის დირექტორის, მთავარი რედაქტორის, როინ მალაყმაძის ხელმძღვანელობით. შედეგად, მომზადდა მაღალი აკადემიური და პოლიგრაფიული დონის 500 გვერდიანი წიგნი - კომპლექსური ნაშრომი, რომელშიც დაინტერესებული მკითხველი აჭარის ისტორიის, ყოფისა და კულტურის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას.

მონოგრაფია „აჭარა“, რომელსაც თან ერთვის მდიდარი ბიბლიოგრაფია, წარმოადგენს მნიშვნელოვან შენაძენს ქართული ისტორიოგრაფიისათვის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა