ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ლექცია-სემინარი ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში

სურათი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ოლეგ ჯიბაშვილმა 2026 წლის 13 თებერვალს სსიპ ქალაქ ბათუმის №17 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: „გელათიდან დიდგორამდე – სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა დავითის ეპოქაში“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დავით IV აღმაშენებლის ეპოქის მრავალმხრივი მნიშვნელობის გააზრებას. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო მკვლევარის მოხსენება, სადაც განიხილებოდა დავითის სახელმწიფოებრივი რეფორმები, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, ასევე, დიდგორის ბრძოლის ისტორიული და პოლიტიკური შედეგები.

შემდგომ ეტაპზე მოეწყო თემატური მსჯელობა მოსწავლეებთან, რომლის ფარგლებში განხილული იქნა საკვანძო საკითხები დავითის ეპოქიდან.

ღონისძიების მიზანი მოსწავლეთა ისტორიული აზროვნების განვითარება, კრიტიკული ანალიზის უნარის გაღრმავება და ეროვნული ისტორიისადმი ცნობიერების ამაღლება იყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა