
მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ მომზადებული ექვსტომეულის „აჭარული საუნჯე“ წარდგენა გაიმართა.
გამოცემა აჭარული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს მოიცავს, თანდართული დიალექტური ლექსიკონით. მრავალტომეულში თავმოყრილია ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ექსპედიციებისას მოძიებული და თავმოყრილი ლექსები, თქმულებები, ისტორიები და ა.შ. გამოცემა ინსტიტუტის შექმნის დღიდან - 1958 წლიდან - მასში დაცულ საარქივო მასალებს მოიცავს.
გამოსაცემად მზად არის მეშვიდე ტომიც, რომელშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეკრებილი, მათ შორის, ლაზური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები შევა.
მრავალტომეულის პრეზენტაცია ანსამბლ „კირიალესას“ შესრულებული აჭარული ფოლკლორული სიმღერებით დასრულდა.
| უკან |













