ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საგრანტო პროექტის პირველი საანგარიშო პერიოდის შედეგების წარდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პეტრა-ციხისძირის ნუმიზმატიკური საგანძურის (FR24-15118)” პირველ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოლხური თეთრის ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, მათ შორის იმაზე, რომ პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდა კოლხური ნახევარდრაქმების რენტგენული ფლუორესცენციის მეთოდით (XRF - X-Ray Fluorescence) შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივი მონეტების სინჯადობის ბაზის შექმნას.  

პრეზენტაცია წარადგინეს პროექტის მონაწილეებმა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერებმა: ირინე ვარშალომიძემ, ნინო ინაიშვილმა და აჭარის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკმა ნინო ძნელაძემ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა