ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ირაკლი მიქელაძის სემინარი თემაზე: „ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური მცენარეები“.

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, ბიომრავალ­ფეროვ­ნების, მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ 12 ივნისს, ჩაატარა სემინარი თემაზე: ,,ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური მცენარეები“. მომხსენებელმა ისაუბრა მცენარეთა მრავალ­ფერო­ვნების საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი და უცხო წარმოშობის სახეობებზე. აჭარის ფლორისტულ რაიონში ჩატარებული კვლევების საფუძველზე წარმოადგინა ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური მცენარეული სახეობები.

პრეზენტაციაში მომხსენებელმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა იმ ახალ ინვაზიურ სახეობებზე, რომლებიც პირველად იქნა აღწერილი აჭარის რეგიონში. შეხვედრა დასრულდა უცხო წარმოშობის სახეობების გავრცელების თავისებურებების, მოსალოდნელი საფრთხეებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხილვით.

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა