ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ინსტიტუტში მოსწავლეებისათვის საჯარო ლექციები ჩატარდა

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ მეცნიერული კვლევებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით, კერძო სკოლა ევრო-2000-სა და ჭარნალის საჯარო სკოლაში საჯარო ლექციები ჩაატარა. მომხსენებელმა  ისაუბრა ბიოლოგიურ ინვაზიაზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნო ზოგადად ბიოლოგიური ინვაზიისა და კონკრეტულად მცენარეთა ინვაზიის მრავალწლიანი კვლევის შედეგები, რომელიც ხორციელდება ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის "სამეცნიერო კვლევითი" ხელშეწყობის პროგრამის „ინვაზიურ მცენარეთა გავრცელების თავისებურებანი ზღვისპირა აჭარაში“ ფარგლებში.

მეორე მოხსენება მოიცავდა ჭოროხის დელტაზე 2021-2022 წლებში განხორციელებული 4 ინვაზიური სამიზნე სახეობის მონიტორინგის შედეგებს. კვლევა/მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის (European Union) დაფინანსებული პროექტის - „შავი ზღვის დელტის დაცულ ტერიტორიებზე კლიმატური ცვლილებების გავლენის შეფასების მიზნით უცხო ინვაზიური სახეობების კვლევითი და ქსელური განვითარება (IASON)“ ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ველზე გაეცნენ კვლევის მაგალითებს, ინვაზიურ სახეობათა აღწერის მეთოდებს.

ღონისძიება საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრის (IBEDC) ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა