ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები დაფუძნებულია მონიტორინგზე როგორც ფიტოპათოლოგიის, ისე ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს საველე ექსპედიციებს.
ფიტოპათოლოგიის მიმართულებით ექსპედიციები ტარდება საქართველოს მარცვლის მწარმოებელ რაიონებში: ახალციხე, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, მცხეთა, დუშეთი, ხაშური, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, სიღნაღი, მარნეული,გარდაბანი, გორი, ქარელი და სხვა; დაკვირვებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ტარდება დაბა წაღვერში, აჭარის ზღვისპირეთისგან განსხვავებულ აგროკლიმატურ ზონაში; სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სხვა კულტურების დაავადებების მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის მიზნით ექსპედიციური კვლევა მიმდინარეობს აჭარა-გურიის, სამეგრელოს და სხვა რეგიონთა რაიონებში.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის კუთხით ეწყობა საველე ექსპედიციები აჭარის ზღვისპირეთში, აჭარა-გურიის მაღალმთიანეთში, მთლიანად კოლხეთის დაბლობის ლანდშაფტებში.
ექსპედიციური კვლევის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.
უკან |