ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომლებმა მზიური გაბაიძემ და სოსო მეფარიშვილმა მესამე მისიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე მომხსენებლებმა პრეზენტაცია გააკეთეს თემაზე „ციტრუსოვანთა პრობლემები”, სადაც ძირითადად ყურადღება გამახვილდა მეციტრუსეობის დარგში არსებულ პრობლემებზე, მოსავლიანობის შემცირების მიზეზებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
სემინარზე წარმოდგენილი იყო ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ აჭარის ციტრუსოვანი პლანტაციების ფიტოსანიტარული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული მავნებლებისა და დაავადებების ფოტომასალა, მათ მიერ მიყენებული დაზიანების სიმპტომები. ასევე ყურადღება იყო გამახვილებული აბიოტური ფაქტორებით და მიკრო და მაკრო ელემენტების არასწორად გამოყენებით გამოწვეულ პრობლემებზე.
უკან |