ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სემინარი თემაზე: „პლასტიკით და ნანოპლასტიკით დაბინძურების შესწავლისათვის ნიმუშების აღების სტრატეგია“

სურათი

23 ოქტომბერს, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის გრანტის CARE SEA ფარგლებში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში გაიმართა სემინარი თემაზე: „პლასტიკით და ნანოპლასტიკით დაბინძურების შესწავლისათვის ნიმუშების აღების სტრატეგია“. საუბარი შეეხო მდინარეებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნანოპლასტიკით დაბინძურების სახეებსა და წყაროებს, შესწავლის მეთოდს. თუ სად და როდის უნდა განხორციელდეს სამეცნიერო კვლევებისათვის ნანოპლასტიკის შესასწავლად ნიმუშების აღება, როგორ უნდა მოხდეს მიკროსკოპის საშუალებით ნანოპლასტიკის კლასიფიკაცია მისი წარმოშობის, ფერის და ფორმების მიხედვით. სემინარის შემდეგ შედგა საველე გასვლა მდინარე ჭოროხის ხეობაში საქართველოს მხარეს ჭოროხის შესართავიდან სოფელ კირნათში საქართველო-თურქეთის საზღვართან. მოინიშნა ნიმუშების აღების წერტილები შესაბამისი GPS კოორდინატებით. მსგავსი კვლევები განხორციელდება თურქეთის მხარეს მდ. ჭოროხის ხეობაში.

კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგინდება დაბინძურების წყაროები და შემუშავდება საქართველო-თურქეთს შორის პლასტიკითა და ნანოპლასტიკით დაბინძურების ტრანსსასაზღვრო მენეჯმენტის გეგმა, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების შემცირება და მართვა. სემინარს, რომელიც თურქეთის ტრაბზონის ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ქადირ საეიჰანმა, ასოცირებულმა პროფესორებმა ქორაი ოზშექერმა და იაჰია თერძიმ ჩაატარეს, ფაკულტეტის გეოგრაფიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტების პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა