ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“

სურათი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“. კონფერენცია ქართული ფარმაციის გამორჩეული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, გამომგონებლის, მედიკოსის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, მედიკო-ბიოლოგიური და სოციალური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. კონფერენციის თემატური მიმართულებები ისეთ აქტუალურ თემებს მოიცავდა, როგორიცაა: კლინიკური ფარმაცია, ბუნებრივი რესურსების კვლევა მედიცინაში გამოყენების მიზნით, სამკურნალო საშუალებების შექმნა და სტანდარტიზაცია, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება და  სხვა. აქტიურად წარსდგნენ საინტერესო მოხსენებებით უცხოელი სტუმრებიც.

კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა