
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მე-7-ა და მე-7-ბ კლასების მოსწავლეები და პედაგოგები: მაია მჟავანაძე, აზა თხილაიშვილი, მანანა ქარცივაძე ეწვივნენ.
სტუმრებმა მოისმინეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები თემებზე: „ქართული ხორბალი: ისტორია და პერსპექტივები“; ,,რატომ ავადდებიან მცენარეები?“; ,,ბოსტნეული კულტურების მავნებელ-დაავადებების მართვა“; ,,მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული მოცხარის სახეობები, მათი სამკურნალო და კვებითი ღირებულებები“. აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარადგინეს: მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ზოია სიხარულიძემ; უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა, ქეთინო ნაცარიშვილმა და ცისანა ცეცხლაძემ; მეცნიერ-თანამშრომლებმა, ქეთინო სიხარულიძემ და ქეთევან მემარნემ.
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მიკოლოგიის ლაბორატორიაში გაეცნენ მავნებლებისა და მცენარეთა დაავადებების გამომწვევი სოკოვანი პათოგენური მიკროორგანიზმების მიკროსკოპული კვლევის თავისებურებებს, სათბურსა და საცდელ ნაკვეთში გაიარეს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია.
| უკან |











