ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გალინა მეფარიშვილმა პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში ავსტრიაში გამართულ ხუთდღიან სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის მხარდაჭერას. ავსტრიის სატყეო პოლიტიკის, ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოსა და წყლის მართვის სამინისტროს, სახელმწიფო ტყეების სამსახურისა და სხვადასხვა ორგანიზაციის  წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველმა მკვლევარებმა უცხოელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს. გამოიკვეთა პრობლემის მოგვარებაში ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიური დარგის მეცნიერების როლი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა