ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ჭარბტენიანი  ეკოსისტემების დაცვის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა თემაზე: „კაცობრიობის მომავალი - ჭარბტენიანი ტერიტორიების კონსერვაციაშია, დავიცვათ ისინი ჩვენი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ - შემოგვიერთდით“. 

შეხვედრაზე ისპანის ჭაობზე ისაუბრეს, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რამსარის კონვენცია იცავს. აღინიშნა ამ ბუნებრივი ძეგლის მნიშვნელობა ეკოსისტემების სრულყოფილი ფუნქციონირებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით. სემინარის მონაწილეებმა რამსარის კონვენციის ღირებულებასა და მის შინაარსზეც ისაუბრეს. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენციის წევრი უკვე 160 ქვეყანაა, საქართველო კი მას 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.

სემინარის მონაწილეებმა ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჰართვისისა და იმერული მუხა ჩათესეს შემდგომში დეგრადირებული ტორფნარი ტყის აღდგენის მიზნით. ეწვივნენ  ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარის რამსარ საიტს.

სემინარს აჭარის განათლების მინისტრი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი და მთავარი სპეციალისტები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა