ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სწავლება ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების დირექტორმა გურამ მემარნემ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ მეტრეველმა და მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა გალინა მეფარიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ სასწავლო კურსში. ერთკვირიანი სწავლება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა და მონაწილეები ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის საკითხებს გაეცნენ. სასწავლო კურსი ევროკავშირის/გაეროს დანაშაულისა და სამართლის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის პროექტის „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის“ ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა