ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

“ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსების გამოყენების პრობლემები”

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ მეტრეველი ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებთან ერთად მიწვევით იმყოფებოდა მინსკში. მკვლევარმა მონაწილეობა მიიღო ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალურ  ბოტანიკურ ბაღში გამართულ სამდღიან III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში “ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსების გამოყენების პრობლემები”.   აკადემიკოს ნ.ვ. სმოლსკის დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძრვნილ სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი იყო  14 ქვეყნის 140 მეცნიერის მოხსენება. 
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დენდროლოგმა ჯულიეტა ჯაყელმა და მარიამ მეტრეველმა წარმოადგინეს მოხსენებები წაიკითხეს მცენარეული სამყაროს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და რაციონალური გამოყენების საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატებით.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ვლადიმერ ტიტოკმა ხელი მოაწერეს  თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტთა და დოქტორანტთა სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა მინსკის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კენკროვანი კულტურების ინტროდუქციისა და ტექნოლოგიის განყოფილების განცევიჩის საცდელ-საწარმოო პლანტაციას. საქმიანი შეხვედრები გაიმართა ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეხილეობის ინსტიტუტშიც. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის განყოფილებასთან ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი რამოდენიმე თვეა თანამშრომლობენ იშვიათი, ერთეული და მსოფლიო წითელი ნუსხით დაცული მცენარეების მიკროკლონალური გამრავლების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ მეხილეობის ინსტიტუტსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2015 ივნისში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა