ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის სხდომაზე მკვლევრებმა საქართველოს შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი: „მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა“ (№31/73, პროექტის ხანგრძლივობა 25.04.2013-25.10.2015, ხელმძღვანელი ზოია სიხარულიძე) შეაჯამეს. შესრულდა პროექტით გათვალისწინებული ამოცანა - შეივსო და გაფართოვდა საქართველოში წარმოებადი მარცვლოვნების, ვაზის, კივის, თხილის, ბოსტნეული და სხვა კულტურების პათოგენკულტურათა ეროვნული კოლექცია.

პროექტის ხელმძღვანელმა ზოია სიხარულიძემ ინსტიტუტის სამეცნიერო და ტექნიკურ პერსონალს საჩუქრად გადასცა პროექტის მონაწილე მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების: ლამზირა გორგილაძის, ზოია სიხარულიძისა და გალინა მეფარიშვილის მიერ შედგენილი მეთოდური სახელმძღვანელო ,,მეთოდური მითითებები სოკოვან ფიტოპათოგენთა გამოყოფა-იდენტიფიკაციაზე“. განკუთვნილია მცენარეთა პათოლოგიების მკვლევართა და აგრარული და ბიოლოგიური პროფილის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა