სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის (https://erdogan.edu.tr/website/Contents.aspx?PageID=1092&LangID=3), (თურქეთის რესპუბლიკა) მიერ გამოცხადებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის. კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი მიმართულების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს:

  • ბიოლოგია
  • სოციალური მუშაკი
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა და ლიტერატურა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • საერთაშორისო ურთიერთობა
  • ისტორია.

საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:

  • „ერაზმუს+“ აპლიკაციის ფორმა (დანართი 1);
  • სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 2), შევსებული და სამივე მხრიდან ხელმოწერილი;
  • ნომინაციის წერილი;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა მიმართოს განცხადებით რექტორს სტუდენტური პორტალის საშუალებით 2023 წლის 27 მარტის 15:00 საათამდე. განცხადებაში აპლიკანტმა  უნდა მიუთითოს საკონტაქტო ტელეფონი და მოქმედი ელ-ფოსტა და მიბმული ფაილის სახით ატვირთოს ყველა საჭირო დოკუმენტი (ზიპ ფაილის სახით).

აღნიშული დოკუმენტები აპლიკანტმა თავად უნდა გააგზავნოს შემეგ ელ-მისამართზე- erasmus@erdogan.edu.tr 2023 წლის 30 მარტამდე;

საჭირო დოკუმენტები პერსონალისთვის:

  • „ერაზმუს+“ აპლიკაციის ფორმა პერსონალისთვის (დანართი 3);
  • CV - ინგლისურ ენაზე;
  • ნომინაციის წერილი;
  • მობილობის ხელშეკრულება აკადემიური/ადმინისტრაციული მობილობა (დანართი 4).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აკადემიურმა/ადმინისტრაციულმა პერსონალმა უნდა მიმართოს განცხადებით რექტორს ეფლოუს საშუალებით, 2023 წლის 27 მარტის 15:00 საათამდე.

აკადემიურმა/ადმინისტრაციულმა პერსონალმა განცხადებაში უნდა მიუთითოს საკონტაქტო ტელეფონი და მოქმედი ელფოსტა და ატვირთოს ყველა საჭირო დოკუმენტი (ზიპფაილის სახით).

აღნიშული დოკუმენტები პერსონალმა თავად უნდა გააგზავნოს შემეგ ელმისამართზე- erasmus@erdogan.edu.tr 2023 წლის 30 მარტამდე;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი 5-ში.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მიმღებ უნივერსიტეტს შემდეგ მისამართზე: erasmus@erdogan.edu.tr

 

 

  დანართი
  დანართი1
  დანართი2
  დანართი3
  დანართი4
  დანართი5
  ქართული ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა