სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

29 მაისს - 2 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს+“- ის  აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) ასოცირებული პროფესორები ალექსანდრე ივანოვი და გალინა ივანოვა იმყოფებოდნენ.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში ბულგარელმა პროფესორებმა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარეს საჯარო ლექციები თემაზე: „3D მოდელირება და სამრეწველო სტანდარტები“, „3D პრინტერების გამოყენების შესაძლებლობები საგანმანათლებლო სივრცეში და ინდუსტრიაში“, „პროგრამული ინჟინერია და თანამედროვე სტანდარტები“, „კიბერ უსაფრთხოება და თანამედროვე გამოწვევები“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა