მე ვირჩევ ბსუ-ს, აირჩიე შენც „საბოლოოდ კი გადავწყვიტე, პატარა „მარიამის” ოცნება ამესრულებინა”…
12 აპრილი 2024 წელი
მე ვირჩევ ბსუ-ს, აირჩიე შენც „საბოლოოდ კი გადავწყვიტე, პატარა „მარიამის” ოცნება ამესრულებინა”…
„მე ვარ მარიამ ასამბაძე. ვსწავლობ სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში. ვარ აბიტურიენტი. სკოლაში დღემდე უამრავ პროექტსა თუ ღონისძიებას ვახორციელებთ. გასულ წელს თვითმმართველობის თავმჯდომრის მოადგილე ვიყავი. სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ვარ. მე-9 კლასის ბოლოს ავიღე კომპიუტერი, ხოლო ამ დროისათვის ოქროს მედლის კანდიდატი გახლავართ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მრავალფეროვნება მიყვარს, რამაც გამოიწვია ჩემი ინტერესი სხვადასხვა სფეროსადმი. გავიარე გრაფიკული დიზაინის, „როგორ ჩამოვყალიბდე ნამდვილ ლიდერად?”, სოციუმის მართვისა და კიბერუსაფრთხოებისგან თავის არიდების კურსები. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, პატარა „მარიამის” ოცნება ამესრულებინა და სამომავლო პროფესიად ინგლისური ფილოლოგია ავირჩიე.
სრულად