სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ში საუნივერსიტეტო სპორტული ტურნირი ჩატარდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო სპორტული ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან ერთად აბიტურიენტები მონაწილეობდნენ. პირველობა მკლავჭიდში, წოლჭიმსა და ბაგირის გადაწევაში გაიმართა და მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. მკლავჭიდში I ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში აბიტურიენტმა რამინ მარკოიძემ მოიპოვა, მძიმე წონით კატეგორიაში I ადგილი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი საფარიძეს ერგო. ბაგირის გადაწევაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდი სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა გაიმარჯვა. წოლჭიმში I ადგილი დაიკავა (140 კგ. ) და უნივერსიტეტის რეკორდი დაამყარა ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა მანუჩარ მარკოიძემ.

საუნივერსიტეტო ტურნირი ბსუ-ს მკლავჭიდის ნაკრების გუნდის მწვრთნელის თეიმურაზ ლიპარტაშვილისორგანიზებით, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა