სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

„ბსუ-ს ინტელექტუალი - 2019“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიქტორინის „ბსუ-ს ინტელექტუალი - 2019“ ფინალური ტური გაიმართა. ვიქტორინაში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა. ბსუ-ს 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური ვიქტორინის ფინალურ შეხვედრაში პირველობისთვის 10 ფინალისტი გუნდი იბრძოდა. პირველი ადგილი გუნდმა „ატარაქსიამ“ დაიკავა, მეორე ადგილი „ინკვიზიციამ“, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე „ბონზუ პიპინ პოდლი ოპსო კოპოლისი“ გავიდა. ვიქტორინის დასასრულს 10 ფინალისტ გუნდს, ჟიურის წევრებს და პირველობის მხარდამჭერ მაია ბარამიძეს სიგელები გადაეცათ. შეჯიბრი უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით და პროფესორ გიორგი მასალკინის ხელმძღვანელობით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა