სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბსუ-ს გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „თირინის“ წევრებს შეხვდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მითაიშვილი ბსუ-ს გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „თირინის“ წევრებსა და ხელმძღვანელს თეიმურაზ დოლიძეს შეხვდნენ. გოგონათა ანსამბლმა რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში - „ოქროს დღეები“. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მითაიშვილმა ანსამბლის წევრებს ფესტივალში წარმატებულად მონაწილეობა მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტისა და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისათვის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა