სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ჭადრაკის ტურნირი „ბსუ-ს თასი - 2020“ გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭადრაკის ტურნირი  „ბსუ-ს თასი - 2020“ გაიმართა. ტურნირი ორ დღეს გრძელდებოდა და მასში სხვადასხვა ფაკულტეტის 32 სტუდენტი მონაწილეობდა. პირველობის საპრიზო ადგილები ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს. პირველი ადგილი თედო ბოლქვაძეს ერგო, მეორე ადგილი - მამუკა ჩოჩაკიძეს და მესამე ადგილი - თენგო დიდმანიძეს. ტურნირი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტის, პირველი თანრიგოსანი მოჭადრაკის ლიკა ამყოლაძის ინიციატივით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა