სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ს სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2022 გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2022 გაიმართა. 19 სექციაში 200-მდე სტუდენტმა 160 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინა. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ და სექციის საპრიზო ადგილზე გასული მოხსენებების ავტორებს ფულად ჯილდოს გადასცემენ. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.  სამეცნიერო სესია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა