სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ზურა მხეიძის საჯარო ლექცია „თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“

სურათი

ზურა მხეიძემ ბსუ-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“. ცნობილი ფსიქოლოგი მსმენელებს თვითმოტივაციის ამაღლებასა და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე ესაუბრა. მომხსენებელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ასევე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შექმნილ ემოციურ დაბრკოლებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პროფესორ ზურა მხეიძის შეფასებით, ადამიანები დამოუკიდებლად ქმნიან თავის ცხოვრებას და ყველა პრობლემა არასწორი კომუნიკაციის საფუძველზე იქმნება; იმის მიხედვით, თუ როგორია კომუნიკაცია საკუთარ თავთან, ადამიანი ან ბედნიერად გრძნობს თავს ან ვერა; მისი არჩევანია, თუ როგორ კონცეფციას შეიმუშავებს სამყაროსთან ურთიერთობისას, ცხოვრების სწავლა შესაძლებელია. ლექციის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ზურა მხეიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პროფესორ ზურა მხეიძეს 30-წლიანი კონსულტაციის გამოცდილება აქვს 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ცნობილი ფსიქოლოგი 25 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტებში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა