სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის სამსახური

ფაკულტეტის ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, 2006 წელს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელსაც 2007 წლიდან ეწოდა მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. თავად ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი კი ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 1946 წელს ბათუმის სამასწავლებლო სასწავლებლის მათემატიკის ფაკულტეტის ბაზაზე. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო დოც. ნ. ლომჟარია. შემდგომში ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ უ/მ მ. გადახაბაძე, დოც. ა. ბერაძე, დოც. გ. ხუხუნაიშვილი, დოც. შ. ბახტაძე, ასოც. პროფ. ლელა თურმანიძე, ასოც. პროფ. ა. ბერიძე. 2010 წლიდან 2013 წლამდე ფაკულტეტში შემავალი ფიზიკისა, მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი დეპარტამენტები შედიოდნენ განათლებისა და მეცნინიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში. 2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღსდგა მაღალი ტრადიციების მქონე ფიზიკა, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებატა ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ახორციელებდა ერთსაფეხურიან სწავლებას შემდეგი სპეციალობით: ”მათემატიკა”, ”ფიზიკა”, ”ფიზიკა, ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა”, ”საინჟინრო-პედაგოგიური”. 1997 წლიდან ფაკულტეტზე შეიქმნა აღნიშნული სპეციალობების საბაკალავრო, ხოლო 2001 წლიდან კი გეომეტრია-ტოპოლოგიის, მათემატიკური ლოგიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორიის, რადიოფიზიკა ქვანტური ოპტიკით და რადიოფიზიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები. 1996 წლიდან ფაკულტეტზე არსებობდა ასპირანტურა გეომეტრია-ტოპოლოგიის სპეციალობით, ხოლო 2001 წლიდან მათემატიკური ლოგიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორიის სპეციალობით. დღეისათვის ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხური (უმაღლესი პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი სპეციალობებით:

უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
• კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსი (IV დონე) – ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე
• ინტერნეტ ტექნოლოგი (ვებ სპეციალისტი) (IV დონე) – ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი გრიგოლ კახიანი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
• ფიზიკა – ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნუგზარ ღომიძე
• ფიზიკა ასტრონომიით - ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნუგზარ ღომიძე
• გამოყენებითი ფიზიკა - ხელმძღვანელები: სრული პროფესორი ნუგზარ ღომიძე, ასოც. პროფესორი ლალი კალანდაძე
• მათემატიკა - ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ვლადიმერ ბალაძე
• ფინასური მათემატიკა - ხელმძღვანელები: სრული პროფესორი ვლადიმერ ბალაძე, ასოც. პროფესორი ანზორ ბერიძე
• კომპიუტინგი - ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გულადი ფარტენაძე
• კომპიუტერული მათემატიკა - ხელმძღვანელები: სრული პროფესორი დავით დევაძე, სრული პროფესორი ვლადიმერ ბალაძე.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
• რადიოფიზიკა - ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნუგზარ ღომიძე
• მათემატიკა - ხელმძღვანელი სრული პროფესორი ვლადიმერ ბალაძე
• ბიზნეს ინფორმატიკა - ხელმძღვანელები: სრული პროფესორი დავით დევაძე, ასოც. პროფ. ასიკო ცინცაძე

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
• ფიზიკა - ხელმძღვანელები: სრული პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე, სრული პროფესორი ნუგზარ ღომიძე
• გეომეტრია-ტოპოლოგია - ხელმძღვანელი სრული პროფესორი ვლადიმერ ბალაძე
• თანამედროვე ალგებრა (ნახევარჯგუფები) - ხელმძღვანელი სრული პროფესორი იაშა დიასამიძე

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი წლების განმავლობაში აერთიანებდა მათემატიკის, ზოგადი ფიზიკის, თეორიული ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის და ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის კათედრებს. ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, პედაგოგიკის და ფსიქოლოგიის დეპარტამენტები. დღეისათვის ფაკულტეტზე არსებობს ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებაბის დეპარტამენტები. დეპარტამანტები ახორციელებს სასწავლო პროცესს, როგორც ფიზიკის, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვადასხვა ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.

ფიზიკის დეპარტამენტში მოღვაწეობს: 2 სრული პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენ პროფესორი და აერთიანებს შემდეგ პროგრამულ მიმართულებებს:
• ფუნდამენტური ფიზიკის პროგრამული მიმართულება
• გამოყენებითი ფიზიკისა და რადიოფიზიკის პროგრამული მიმართულება

მათემატიკის დეპარტაენტში მოღვაწეობს: 3 სრული, 7 ასოცირებული, 3 ასისტენტ დეპარტამენტი აერთიანებს შემდეგ პროგრამულ მიმართულებებს:
• გეომეტრია-ტოპოლოგიის პროგრამული მიმართულება;
• მათემატიკური ლოგიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორიის პროგრამული მიმართულება;
• მათემატიკური ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის პროგრამული მიმართულება;
• მათემატიკის დაფუძნებისა და მეთოდიკის პროგრამული მიმართულება.

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი აერთიანებს შემდეგ პრორგამულ მიმართულებებს:
• დაპროგრამების ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების პროგრამული მიმართულება;
• ალგორითმებისა და გამოთვლების მეთოდების პროგრამული მიმართულება;
• კომპიუტერული სისტემების არქიტექტურისა და ქსელების პროგრამული მიმართულება;
• კომპიუტინგის/ინფორმატიკის განათლების პროგრამული პროგრამული მიმართულება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა