თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და გდანსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები.
უკან |