2014 წლის 15-16 აპრილს იტალიის დედაქალაქ რომში, საპიენზას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 30 მოხსენება იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ირლანდიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, პორტუგალიის, ფინეთის, საქართველოს, ლიტვის, სლოვაკეთის, დანიის, შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორთა მიერ. საქართველოს სახელით კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა საქართველოში“. მალხაზ ნაკაშიძის მოხსენება „ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში“ 2015 წელს გამოიცემა მონოგრაფიის: „ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ერთ-ერთი თავის სახით დიდ ბრიტანეთში ცნობილი გამომცემლობის „Palgrave Macmillan“-ის მიერ.
უკან |