,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ - ამ დევიზით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა აქცია გამართეს. სისხლი 30-მდე სტუდენტმა და აკადემიურმა პერსონალმა გაიღო, ხოლო დონორობის სურვილი 100-ზე მეტმა გამოთქვა. ღონისძიება მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს იმ პირებს, რომელთაც სისხლი ესაჭიროებათ, თითოეული ადამიანისგან უსასყიდლოდ გაღებული სისხლი მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
უკან |