აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდულმა უმაღლესმა საბჭომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს საკანონმდებლო კუთხით განსახორციელებელი საქმიანობის მხარდაჭერასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს წევრები ძირითადად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები არიან.
უკან |