ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონფერენციო დარბაზში დისკუსია გამართეს თემაზე: „ადამიანის უფლებების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა“. მომავალმა სამართალმცოდნეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე არსებულ სარჩელებზე ისაუბრეს და სიახლეებს გაეცნენ. დისკუსიას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი უძღვებოდა.
უკან |