ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მურმან გორგოშაძის ორგანიზებით ასოცირებულ პროფესორ პაატა ჩაგანავას წიგნის „შეშლილი პროფესორის“ წარდგინება გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა პერსონალმა და ფილოსოფიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტებმა მხატვრული ნაწარმოების მნიშვნელობასა და იქ დასმულ პრობლემებზე ისაუბრეს. წიგნში წარმოდგენილი მოთხრობების ძირითადი ნაწილი გიორგი მასალკინმა რუსულ ენაზე თარგმნა. 2015 წლის თებერვალში ავტორის ახალი წიგნის „დიდი გადამრთველის“ პრეზენტაცია შედგება.
უკან |