იურიდიული ფაკულტეტი

ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა

სურათი

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში 16-19 აპრილს  ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიური ფორუმი და კონფერენცია გაიმართა. ასოციაციაში გაწევრიანებული 53 ქვეყნის 230-ზე მეტი უნივერსიტეტიდან 34 ქვეყნის 120-ზე მეტი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ესწრებოდა. ფორუმში  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ადამ მახარაძე მონაწილეობდა.   ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციამ ადამ მახარაძის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ. სერტიფიკატი ადამ მახარაძეს  სტამბოლის იედიტეპეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოციაციის პრეზიდენტმა ჰალუკ კაბალოღლუმ გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა