იურიდიული ფაკულტეტი

რეფერატული მოხსენებების კონკურსი

სურათი

ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელთა მიერ მომზადებული რეფერატული მოხსენებების კონკურსი. საკონკურსო ჟიურიმ ასისტენტ პროფესორ ზურა კვირკვაიას (თავმჯდომარე), პაატა დიასამიძის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია), დავით სამნიძის (მოწვეული სპეციალისტი) და ანზორ ხიმშიაშვილის (იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი) შემადგენლობით შეაფასა ნაშრომები. კონკურსში წარმოდგენილი იყო იურიდიული ფაკულტეტის  პირველკურსელების  – ნიკა შავაძის, მარიამ დავითაძის, ჯამბულ შავაძის, ნინო გობაძის, სოფო აბაშიძის, მეგი ცინცქილაძის, ილონა დიასამიძის, ნიკა სვანიძის, სალომე კოსტავას, სალომე კარალიძის, მარიამ ორაგველიძის ცხრა მოხსენება.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველ ადგილზე გავიდა სალომე კოსტავა თემით „თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების ტენდენციები“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფ. მურმან გორგოშაძე), მეორე ადგილი მიეკუთვნა სოფო აბაშიძისა და ნინო გობაძის ერთობლივ თემას – „ევთანაზია. მკვლელობა თუ ჰუმანურობა?!“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი მოწვეული სპეციალისტი მზია ფუტკარაძე), ხოლო თემით „პიროვნება და სახელმწიფო. მოქალაქეობა“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი მოწვეული სპეციალისტი მზია ფუტკარაძე), მესამე ადგილი მოიპოვა მარიამ დავითაძემ.
ჟიურიმ გამარჯვებულებს გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაწესებული პრიზი „პირველი ადგილისთვის“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები „მეორე ადგილისთვის“ და „მესამე ადგილისთვის“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა