იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. საკონკურსო ჟიურიმ ასოცირებულ პროფესორ ომარ ფარტენაძის (თავმჯდომარე), პაატა დიასამიძის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია), გიორგი მიქელაძის (მოწვეული სპეციალისტი) და რამინ მაჭარაშვილის (იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი) შემადგენლობით შეაფასა სტუდენტთა მოხსენებები. წარმოდგენილი იყო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების – შორენა ქადიძის, სოფიკო რიჟვაძის, ლელა შაინიძის, თამთა ბერიძის, პატრიცია გოგუაძის, ელზა ბარამიძის, დიანა მამუჭაძის, ნინო მეფარიშვილის, ენდი გუნთაიშვილის, ლაურა დავითაძის, თემურ აბაშიძის, მეგი ბაკურიძის, ლაშა მსხალაძისა და სალომე კოსტავას ნაშრომები.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი აიღო მესამე კურსელმა ელზა ბარამიძემ თემით: „ხელისუფლებისა და მოქალაქის როლის ტრანსფორმაცია“ (ხელმძღვანელი მურმან გორგოშაძე). მეორე ადგილზე გავიდა ორი თემა: II კურსის სტუდენტის მეგი ბაკურიძის - „კიბერ დანაშაული XXI საუკუნის გამოწვევა“ (ხელმძღვანელი ადამ მახარაძე) და მეორე კურსელ შორენა ქადიძის „ტეფიკინგი“ (ხელმძღანელი გივი აბაშიძე); მესამე ადგილი მოიპოვა პირველკურსელთა რეფერატულ ნაშრომების კონკურსში გამარჯვებულმა თემამ: „თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების ტენდენციები“ სალომე კოსტავას ავტორობით (ხელმძღვანელი მურმან გორგოშაძე). გამარჯვებულებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
უკან |