იურიდიული ფაკულტეტის ფუტსალის ნაკრებმა (მინდია ლემსაძის, გიორგი დავითაძის, კოხტა ხუჯაძის, მინდია ხუჯაძის და დავით კეკელიძის შემადგენლობით) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პირველობაში მიიღო მონაწილეობა. სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები ფინალურ შეხვედრაში ტურიზმის ფაკულტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ, რომლის რამდენიმე წევრი უნივერსიტეტის ნაკრების ღირსებას იცავს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჩემპიონები არიან. თამაში ანგარიშით 5:6 დასრულდა და იურიდიული ფაკულტეტის ფუტსალის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ფაკულტეტის დეკანატი მადლობას უხდის გუნდს მიღწეული შედეგისთვის, უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს და ულოცავს ფაკულტეტს მეორე საპატიო ადგილს.
უკან |