ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) წარმომადგენელი, პროგრამების მმართველი, პროექტის მრჩეველი სნეჟინა ნიკოლოვა ეწვია. ფაკულტეტის დეკანთან ადამ მახარაძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა ევროკომისიის საგრანტო პროექტით მიმდინარე საზაფხულო სკოლის ,,ევროკავშირის სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ შედეგები გახილა და დადებითად შეაფასა. ვიზიტის ფარგლებში სნეჟინა ნიკოლოვა 2015 წლის საზაფხულო სკოლის სამზადისს გაეცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უკან |