იურიდიული ფაკულტეტი

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

სურათი
იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საჯარო სამართლის მიმართულებით პროფესორმა მურმან გორგოშაძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსის საკითხისათვის (საქართველოს შემადგენლობაში აჭარის ავტონომიური მართვის იდეის გაჩენიდან აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციამდე“, ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ფუტკარაძემ ,,სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არარა აქტის  აღსრულებით მიყენებული ზიანისათვის“ და მოწვეულმა სპეციალისტმა დავით სამნიძემ ,,იმპიჩმენტის პროცედურის ზოგიერთი თავისებურება საქართველოში და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ,,ფარული საფუძველი“. 
 
სისხლის სამართლის მიმართულებით ნაშრომები წარმოადგინეს ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ (,,ზოგიერთი მოსაზრება მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობასთან დაკავშირებით“), ასოცირებულმა პროფესორმა ომარ ფარტენაძემ (,,დაკითხვის ახალი მეთოდიკა კრიმინალისტიკაში“), ასისტენტ პროფესორმა ანზორ მახარაძემ (,,ჭეშმარიტების დადგენის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში“) და  ასისტენტ პროფესორმა ირაკლი აბაშიძემ (,,ხარვეზები და ცვლილებები სისხლის სამართლის პროცესში“). საერთაშორისო სამართლის მიმართულებით წარმოდგენილი იყო ერთი მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი (,,საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევები“) და ამდენივე მონაწილე - სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მოწვეულმა სპეციალისტმა ანზორ უსტიაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე: ,,ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, როგორც მეწარმე (ბიზნეს) სუბიექტი“ .  

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა