იურიდიული ფაკულტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“

სურათი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“. მომხსენებელმა მომავალ სამართალმცოდნეებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ესაუბრა, გამოცდილება გაუზიარა და გატარებულ რეფორმებთან ერთად, არსებული სიახლეები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 80 წლის იუბილე მიულოცა და  უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ღია ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ეგიდით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა