ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ორდღიან კონფერენციაში „მესამე საერთაშორისო კონფერენცია - IEC 2015“ მიიღო მონაწილეობა. მომხსენებელი კონფერენციის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტების დარგობრივი სექციის სხდომაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: `ეკონომიკური დანაშაული~. კონფერენციის დასასრულს ასოცირებულ პროფესორს გივი აბაშიძეს სერტიფიკატი გადაეცა. სამეცნიერო სესიის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მკვლევრები პოლონეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა.
უკან |