ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ხათუნა კალანდარიშვილმა გამოცდის ჩატარების პირობები და არსებული სიახლეები გააცნო. საბუთების მიღება 8 ნოემბრამდე გაგრძელდება და მომავალმა ნოტარიუსებმა გამოცდა ორ ეტაპად, ტესტირების ფორმით, ზოგად უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ნაწილში უნდა ჩააბარონ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. მას საშუალება ექნება, სამი წლის განმავლობაში ემსახუროს საკუთარ ხალხს რეგიონში, რის შემდეგაც საქმიანობის გაგრძელება მისთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლება. ამის სანაცვლოდ, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსური დახმარებას, რომელიც საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც დაინიშნება მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს აუნაზღაურებს ნოტარიუსთა პალატა.
ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია: უმაღლესი იურიდიული განათლება (საკმარისია ბაკალავრიატიც), ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა (სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5 წლის სტაჟი).
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევები, 13-14 ნოემბერი, 2015 წ.
II ეტაპი - პროფესიული ტესტი, 20-21 ნოემბერი, 2015 წ.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
CV;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით
საბუთების მიღება წარმოებს 7 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
საკონტაქტო პირი - ქეთევან ზვიადაძე, ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, kzviadadze@tcj.gov.ge, 294 22 65
იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 10 ოქტომბრის №1359 ბრძანება;
“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება.
უკან |