იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ მალაყმაძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელის, სტრასბურგის, ჰააგისა და ლუქსემბურგის ევროინსტიტუტებში, ნატოს სტრუქტურებში, ევროპულ და საერთაშორისო სასამართლოებში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრებში. მომავალი სამართალმცოდნე სხვა სტუდენტებთან ერთად, შეხვდა ქალბატონ ნიკოლ მეიერს (ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური), ბატონ მარტინ დიმთს (ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტრო), ბატონ ალექსანდრე მაისურაძეს (საქართველოს მისია ნატოში), ქალბატონ დეპინას (ნატოს კოორდინატორი კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში), მოსამართლე იან ფორესტერს და მოსამართლე ნიკოლას ფორვუდს, ბატონ ჯუსი ბრაითს და ქალბატონ ლაურა მასოჩის (ევროპის აუდიტორთა სასამართლო), ქალბატონ მარიამ მაისაიას (ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე) და მოსამართლე ნონა წოწონავას (საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში). შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს მესამე ახალგაზრდული მისია ევროკავშირსა და ნატოში.
უკან |