ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეწვივნენ. მომავალ სამართალმცოდნეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა სასამართლოს მუშაობის ატმოსფერო, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პროცესი, სასამართლოს ცალკეული სტრუქტურების ფუნქციონირების სპეციფიკა და აქტუალური საკითხები გააცნო. შეხვედრის დასასრულს, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები სასამართლო პროცესს დაესწრნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში საფუძვლიანი განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
უკან |