იურიდიული ფაკულტეტი

ბსუ-ს პირველი კურსის სტუდენტმა დავით ბერიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა დავით ბერიძემ წარმატებულად იასპარეზა თბილისის თასის ღია პირველობაში ძალისმიერ სამჭიდში  და 82.5 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების საქართველოს პაუერლიფრტინგის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს ძალისმიერი ორჭიდის ფედერაციის საერთო პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მასში 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. დავით ბერიძემ  პირველი ადგილი მოიპოვა ასევე მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის პირველობაზე, სადაც პირველობისათვის 15-მდე ქვეყნის 200-მდე ძალოსანი იბრძოდა. ახალგაზრდა სპორტსმენი 2015 წლის 19-20 დეკემბერს, ქალაქ სტამბულში ბოსფორის თასისა და  2016 წლის 18-19 იანვარს ქალაქ დუბაიში  მსოფლიო თასისათვის იბრძოლებს. უნივერსიტეტი ულოცავს დავით ბერიძეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა