იურიდიული ფაკულტეტი

სამართალმცოდნეობის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციები გაიმართა

სურათი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ (1999-2009), ვენეციის კომისიის წევრმა, პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები წაიკითხა სამართლის ფილოსოფიის, ევროპული სასამართლოების და საერთაშორისო სისხლის სამართალის თემებზე. ორი დღის განმავლობაში მომხსენებელმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სამართლის, როგორც განზომილებათა სისტემის (ლეგიმეტრიის), ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრეცედენტული სამართლისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები გააცნო. საჯარო ლექციები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „საჯარო ლექციების“ ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა