შოთა რუსთაველის დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პოტენციურ დამსაქმებელებს პროგრამის ახალი მოთხოვნები, მისი დარგობრივი მახასიათებლები, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, სტრუქტურა და სასწავლო კურსების დინამიკა გააცნეს. ღონისძიების დასასრულს 35-მდე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა რეკომენდაციები და რჩევები წარმოადგინეს.
უკან |