ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელი. ხელშეკრულების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლმცოდნეობის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, საჯარო ლექციების ჩატარება და სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელება. მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან პარტნიორი დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.
ინიციატივა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ლექციას წაიკითხა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე და დისკუსია გამართა. ვიზიტის ფარგლებში, უწყების პირველი პირი იურიდიული ფაკულტეტის სასამართლო საიმიტაციო დარბაზს, კრიმინალისტიკის კაბინეტსა და იურიდიულ კლინიკას ეწვია.
უკან |